ონლაინ ვიდეო მაღვიძარა

მაღვიძარის დრო?

:

დაწერეთ სიმღრის სახელი ან ვიდეოს გასაღები სიტყვები ასარჩევად.

თვლემის ხანგრძლივობა?(წუთებში)

დარჩენილი დრო

რა არის ონლაინ ვიდეო მაღვიძარა?

თუ თქვენ მოგბეზრდათ თქვენი მაღვიძარა, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ონლაინ ვიდეო მაღვიძარა, რათა გაიღვიძოთ თქვენი საყვარელი YouTube ვიდეოს ფონზე. მისი გამოყენება მარტივია და ისე მოქმედებს, როგორც ნებისმიერი მუსიკალური მაღვიძარა. ის გაძლევთ იმის კომფორტს, რომ არ გაიღვიძოთ ერთი და იმავე მაღვიძარას მელოდიაზე.

როგორ გამოვიყენოთ ონლაინ ვიდეო მაღვიძარა?

ონლაინ Youtube მაღვიძარას გამოყენება საკმაოდ მარტივია და გააჩნია თქვენთვის სასურველი ყველა ფუნქცია. პირველ რიგში, დააყენეთ მაღვიძარას დრო დროფდაუნ ყუთების წყვილის საშუალებით, რომელიც განსაზღვრავს ვიდეო მაღვიძარის ჩართვის საათსა და წუთს. შემდეგ, შეიყვანეთ ვიდეოს საკვანძო სიტყვები და დარწმუნდით, რომ ვიდეოს ჩართვა შესაძლებელია. ან, გადადით ვიდეოს ქვემოთ და დააყენეთ გამეორების დრო. ბოლოს კი, დააჭირეთ „მაღვიძარის დაყენება“ ღილაკს. როდესაც მაღვიძარა დაყენდება, ჩანართი უნდა იყოს აქტიური იმისათვის, რომ მან იმუშავოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ვერ შეძლებთ სხვა გვერდების ნახვას, და მაინც გექნებათ მაღვიძარა. ასევე, ის არის ონლაინ, ამიტომაც მისი გამოყენება ინტერნეტის გარეშე შეუძლებელია.

რომელი YouTube ვიდეოების გამოყენება შეგიძლიათ?

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი ვიდეო, რომელსაც შეარჩევთ, ხოლო ვიდეოების მოძიების მექანიზმი კი სწრაფი და ეფექტურია. დროის არჩევის ქვემოთ, იპოვით ველს, სადაც შეგიძლიათ ჩაწეროთ სიტყვები და აღწეროთ თქვენთვის სასურველი ვიდეო. იმის აღწერა თუ რა გსურთ, ძალიან მნიშვნელოვანია. მაგალითად, თუ ჩაწერთ „Coldplay Paradise”-ს საძიებო ველში, თქვენ შესაძლოა მიიღოთ ორიგინალი ვერსია ან სხვა მომღერალთან ერთად შესრულებული ლაივი. თუ კონკრეტული ვიდეო გსურთ, უკეთესი ვარიანტი იქნება ჩაწეროთ ვიდეოს id, YouTube URL-ის ბოლოს 11 სიმბოლო, მაგალითად „dQw4w9WgXcQ“.

რატომ უნდა გამოიყენოთ ონლაინ მაღვიძარა მუსიკით?

მაღვიძარების უმეტესობას მოყვება მხოლოდ რამდენიმე მელოდია, ამიტომაც როდესაც გაქვს საშუალება აირჩიო ვიდეო YouTube-ის მთლიანი კოლექციიდან, გაღვიძება უფრო მეტად სახალისოა და, შესაბამისად, ვიდეო არჩევაშიც არ ხარ შეზღუდული. YouTube-ის ვიდეო მაღვიძარის წყალობით, თქვენ შეგიძლიათ გაიღვიძოთ ზღვის ტალღების ხმის ან თქვენი საყვარელი გურუს მედიტაციის ვიდეოს ფონზე. მისი გამოყენება ისეთივე მარტივია როგორც წამმზომი, ხოლო მისი ტაიმერის დაყენება წუთზე ნაკლებ დროში არის შესაძლებელი. თქვენ გაქვთ ამ YouTube– ის გამოყენების მრავალფეროვნება.